• Geo
  • Eng
10.03.2013
დუბლები კვლავ ლიდერობენ

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIV ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ვიტ ჯორჯიასთან გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვეტერინართა სარეზერვო გუნდი მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა, გოლი 53–ე წუთზე ჯაბა ჯიღაურიმა გაიტანა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა.

 

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ დინამოელებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს და 24 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 50 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ.

 

დინამო 1:0 ვიტ ჯორჯია

გოლი: ჯიღაური 53’ (პენ.)

 

დინამო: შერმადინი, კაკაბაძე, თევზაძე, გველესიანი, მაჭავარიანი, ჯიღაური, მელიქიძე (კიტოვანი 80’), შინდაგორიძე, ლობჟანიძე, მათიაშვილი, პაპუნაშვილი (ნიკვაშვილი 80’)

ვიტ ჯორჯია: ჩალიგავა, იაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, ბუაჩიძე, გახარია, უბილავა, სოფრომაძე (ხვისტანი 60'), კაკულია (კურდღელაშვილი 46'), ჯავაშვილი ( უდუმაშვილი'), ლობჯანიძე (კვირკვია 70')

გაფრთხილება: მელიქიძე, მათიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024