• Geo
  • Eng
26.02.2013
დუშან უჰრინი – მატჩისშემდგომი კომენტარი

ფოთში გამართული სათასო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

 

დუშან უჰრინი – ჩვენთვის რთული თამაში გამოდგა. ზამთრის პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელები პერიოდულად კონცენტრაციას კარგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის სადავეებს ვფლობდით და ოთხი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა და სეზონის მეორე ნახევრის წარმატებით დაწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024