• Geo
  • Eng
10.02.2013
დინამო–2 ბენდელას თასის 1/4 ფინალში ითამაშებს

ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშებაზე დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 3:2 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში დინამო–2 შემადგენლობიდან ერთი გოლი მახარობლიძემ, ორი კი ჯიშკარიანმა გაიტანა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რამაზ მუმლაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ხაინდრავა – ტვილდიანი, სამხარაძე, კაკუბავა, გურეშიძე – რეხვიაშვილი (ჯიშკარიანი), კვეკვესკირი (სარიშვილი), პარუნაშვილი (მახარობლიძე) – ზივზივაძე (რუხაძე), არახამია (ჩაფიძე), ფოცხვერია (თექთურმანიძე)

დინამო–2 ბენდელას თასის 1/4 ფინალურ შეხვედრას 14 თებერვალს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ზოოვეტის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024