• Geo
  • Eng
10.02.2013
შეკრების მორიგი დღე

მეორე ანთალიური შეკრება გრძელდება. დინამოელები დღეს ორჯერ ივარჯიშებენ. დილით დუშან უჰრინმა ფეხბურთელები ტრენაჟორებში ავარჯიშა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს ირაკლი ძარიამ და უსტარიცმა, რომლებიც გუშინ, ვარშავის პოლონიასთან მოგებულ შეხვედრაში დაშავდნენ. ირაკლის თავზე, თხემის არეში სამი ნაკერი ადევს, ბასკ ფეხბურთელს კი წარბზე ოთხი ნაკერი აქვს. ჩვენი გუნდი მორიგ სპარინგს ხვალ, თბილისის დროით 17 საათზე, მოლდოვის ჩემპიონატის მესამეადგილოსან, ტირასპოლთან გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024