• Geo
  • Eng
04.02.2013
პატრიკ მილხრაუმი დინამოში ჩაირიცხა

28 წლის გერმანელი მარცხენა ფლანგელი- პატრიკ მილხრაუმი დინამოში ჩაირიცხა. მილხრაუმის ბოლო გუნდი ზესტაფონი გახლდათ. მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე პატრიკ მილხრაუმი სხვადასხვა დროს კარლსრუეში, აუე–ში, ალემანიაში, მიუნხენ 1860–ში და შტუტგარტ კიკერსში გამოდიოდა.

პატრიკ მილხრაუმი: დინამოში საუკეთესო ბაზა და მოსამზადებელი პირობებია. შემიძლია ავღნიშნო, რომ ესეთი ბაზა გერმანიაში მხოლოდ საუკეთესო კლუბებს აქვთ და საერთოდ ევროპული საზომით მაღალი სტანდარტია.  თბილისში ოჯახის ჩამოყვანასაც ვაპირებ. რაც შეეხება გუნდს, ვთვლი, რომ დინამო მაღალი დონის კლუბია და საჩემპიონოდ კარგი შანსებიც გვაქვს. მე მითამაშია დინამოს წინააღმდეგ და ვიცი რა ძალის გუნდიც არის. კლუბში ჩემი პოზიცია მარცხენა მცველია და ასევე მარცხენა ნახევარმცველადაც შემიძლია თამაში. ბედნიერი ვარ დინამოში ყოფნით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024