• Geo
  • Eng
09.01.2013
ვიტალი დარასელია – 56

დინამოს ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. დარასელია ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა. მისი როლი ძალიან დიდია დინამოელთა მიერ მოპოვებულ დაუვიწყარ გამარჯვებებში. დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი თასების თასის ფინალურ შეხვედრაში კარლ ცეისის კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც დამსახურებულად არის მიჩნეული ჩვენი კლუბის უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიას ლეგენდარული– ვიტალი დარასელიას სახელი მიენიჭება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024