• Geo
  • Eng
05.01.2013
მურთაზ ხურცილავა -70!

დინამოს ლეგენდას- მურთაზ ხურცილავას დღეს 70 წელი უსრულდება. მურთაზ ხურცილავა 15 წლის (1961-1975  წლები) მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. ჩაატარა 400-მდე მატჩი დინამოს შემადგენლობაში. სსრკ-ს ჩემპიონატების 5-გზის მესამე პრიზიორი. 10-ჯერ იქნა დასახელებული 33 საუკეთესოთა შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. იყო ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი, ევროპის პირველობის ფინალისტი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ვულოცავთ ბატონ მურთაზს 70 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენი გუნდის ლეგენდას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024