• Geo
  • Eng
28.12.2012
დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა იწყებს მიღებას !

დინამოს საფეხბურთო სკოლა იფუნქციონირებს კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე.

სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და მომავალ თაობებში ფეხბურთის პოპულარიზაციას.

დინამოს საფეხბურთო სკოლა ინფრასტრუქტურით (4 უმაღლესი ხარისხის პოლიტანის ფირმის სავარჯიშო მოედანი) საუკეთესოა საქართველოში.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში საწვრთნელ  კურსს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები თანამედროვე სავარჯიშო  პროგრამით განახორციელებენ.

დინამოს საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა ფიზმომზადებაზე უცხოელი სპეციალისტი იზრუნებს.

დინამოს საფეხბურთო სკოლის მუშაობას, კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი გაუძღვება, რომელმაც A-ლიცენზია ინგლისში მიიღო და ბოლო 5 წლის მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობდა, ლონდონის  კრისტალ პალასის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც  სამწვრთნელო-სამენეჯერო გამოცდილება მიიღო.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში საწვრთნელი პროცესი 1 მარტიდან დაიწყება.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელის მიღება იწარმოებს  6-დან 14 წლის ჩათვლით.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში, სწავლების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში მიღების წესი  გთხოვთ ანკეტა შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@fcdinamo.ge                                         

ანკეტის მიღება, შევსება და ჩაბარება ასევე შესაძლებელია:

 

  • დინამოს დიღმის საწვრთნელი ბაზა. მისამართი; თბილისი, დიღმის მასივი, მე–3 კვარტალი, ბორის პაიჭაძის ქუჩა.
  • დინამო არენა. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 2

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024