• Geo
  • Eng
19.12.2012
განუმეორებელი კოტე მახარაძე

დღეს 10 წელი შესრულდა ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის- კოტე მახარაძის გარდაცვალებიდან. კოტე მახარაძე ათწლეულების მანძილზე ქართველი სპორტსმენების წარმატებების პირველი მაცნე და მაუწყებელი გახლდათ. მის განუმეორებელ რეპორტაჟებს მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან, სხვადსხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებიდან აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი და მაყურებელი. კოტე მახარაძეს მიჰყავდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის, უეფას თასების მფლობელთა თასის დაუვიწყარი ფინალური მატჩი, რომელიც ჩვენი გუნდის ისტორიული გამარჯვებით დასრულდა.  საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი, რომ დედაქალაქში ლეგენდარული კოტე მახარაძის სახელობის ქუჩა არსებობდეს და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების სურვილი მალე რეალობად იქცევა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024