• Geo
  • Eng
18.12.2012
ჩვენი მეტოქე – მერანი

მარტვილის მერანის წინააღმდეგ დინამოელები ხვალ, დინამო არენაზე, ეროვნული ჩემპიონატის XXI ტურის შეხვედრას გამართავენ.მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

როვნული ასპარეზზე ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს ხუთჯერ შეხვედრია. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. სამი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი, ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ – 12:6 არის.

ვა საფეხური – დინამოსა და მარტვილის მერანს შორის, XXI ტურის წინ სატურნირო ცხრილში არსებული სხვაობა ასეთია. ხვალინდელ შეხვედრაში დინამოელები მდევრებთან სხვაობის გასაზრდელად და პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ. მარტვილის მერანი კი თავის მხრივ იოლად არაფერს დათმობს.

ღსანიშნავია, რომ დინამოსა და მერანს შორის გამართული უკანასკნელი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. დინამოელთაგან თითო  გატანილი გოლით გამოირჩნენ ჩისკო და ჯაბა დვალი, მიკელ ალვარომ კი დუბლი შეასრულა.

ებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევართან სხვაობის გაზრდას შეეცდებიან, ექვსეულს მიღმა დარჩენილი მარტვილის მერანი კი უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში მეორე ეტაპისთვის მოემზადება.

ნტერესს იწვევს მარტვილის მერანის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი მერანი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

შეროზია – ქარქუზაშვილი, იობაშვილი, მჭედლიშვილი, ჟვანია – დიდავა, ნოზაძე, ტორონჯაძე, ამბროლაძე – რეხვიაშვილი, ლომია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024