• Geo
  • Eng
15.12.2012
მწვრთნელები დინამო – ზუგდიდის შეხვედრას აფასებენ

დინამო არენაზე გამართული დინამო 2:0 ზუგდიდის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, მეტოქეს შანსიც არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე ტაიმს ორი გატანილი ბურთის შემდეგ ბიჭები მოდუნდნენ, მეტოქეს რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ.

ელგუჯა ქომეთიანი – პირველ რიგში მეტოქეს მივულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, პირველ ტაიმში ბავშვური შეცდომები დავუშვით და ორი ბურთი მივიღეთ. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მოვახერხეთ, თუმცა ანგარიშში ჩვენს სასარგებლოდ არაფერი შეცვლილა. დინამომ დამსახურებულად მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024