• Geo
  • Eng
14.12.2012
ჩვენი მეტოქე – ზუგდიდი

უგდიდის საფეხბურთო კლუბი ხვალ დინამო არენაზე გვესტუმრება. უმაღლესი ლიგის XX ტურის შეხვედრას დინამოელები შინ გამართავენ, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

რთიერთშეხვედრათა ისტორია დინამოელთა უპირატესობაზე მეტყველებს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩვენი გუნდი ზუგდიდურ კლუბებს 35-ჯერ შეხვედრა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 24-ჯერ დაამარცხეს, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ. ბურთების შეფარდება 91:27 არის.

ანმუხურში გამართული ზუგდიდი – დინამო ფრედ 1:1 დასრულდა. დინამოელებმა 68–ე წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა. 75–ე წუთზე კი მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, ირაკლი ქობალიამ შეხვედრის საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

უშან უჰრინის შეგირდები მორიგი სამი ქულის მოპოვებასა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდებიან. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილი ზუგდიდელი ფეხბურთელები კი იოლად არაფერს დათმობენ.

ნტრიგა დინამოსა და ზუგდიდური კლუბების დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებიან. იშვიათი გამონაკლისების გარდა დინამოსა და ზუგდიდური გუნდების  შეხვედრისას, მატჩი უკანასკნელ წამამდე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს. გასულ წრეშიც დინამოელებმა სტუმრად გამართული მატჩში ფრედ ითამაშეს. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა ქულის გადარჩენა შესძლეს.

ინამო არენაზე გასამართ მატჩს გუნდები კარგ განწყობაზე ხვდებიან. XIX ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ბოლნისის სიონი დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხეს. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა კი საკუთარ მოედანზე მარტვილის მერანს 3:2 მოუგეს.

ნტერესს იწვევს ზუგდიდელთა გამოსვლა. თუ რა შემადგენლობით ეცდება ზუგდიდი ქულათა მარაგის გაზრდას, ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი მეტოქის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ძაგანია - აკობია, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, თოდუა - ბოლქვაძე, კოშკაძე, კუტალია, ტყემალაძე - ქობალია, გაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024