• Geo
  • Eng
13.12.2012
დინამო vs ზუგდიდი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის მეოცე ტურში, დინამო თბილისი საკუთარ არენაზე. შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათხუტმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებში თბილისელებმა ოცდაოთხჯერ იმარჯვეს, შვიდი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 91/27 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ. ამ ჯერზე კი მტკვრისპირელებს სკ ზუგდიდი დაუპირისპირდება. დიდი ანგარიშით დინამომ თორმეტჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წელს, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7–2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ დაამარცხა ანგარიშით 5–0. შესაბამისად 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6–0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5–1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6–1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც განმუხურში 6 ოქტომბერს გაიმართა, ფრედ ანგარიშით 1–1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა ჯაბა დვალმა მოახერხა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024