• Geo
  • Eng
12.12.2012
ლევან ხმალაძე – სეზონის ლოგიკური დასასრული დინამოს ჩემპიონობა იქნება

ჩვენი გუნდის ერთ–ერთ ლიდერსა და ვიცე–კაპიტანს, ყველაზე სტაჟიან დინამოელს, ლევან ხმალაძეს გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი ესაუბრა.

ლევან ხმალაძე – დინამო ჩვეულად ათამაშდა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გვაქვს წაგებული და მიმაჩნია, რომ არც იმ შეხვედრაში ვიმსახურებდით მარცხს. წელს დინამო გუნდურ და რაც მთავარია შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ამის დასტური უმაღლეს ლიგაში 57 გატანილი გოლია. ასეთი კარგი სტარტი ჩვენს გუნდს ბოლო წლებში არ ჰქონია და იმედი მაქვს სეზონის ლოგიკური დასასრული დინამოს ჩემპიონობა იქნება.  

მომავალ შეხვედრას დინამო არენაზე ზუგდიდთან გავმართავთ. მეტოქე გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ზოგიერთი მათგანის გვერდით არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამჯერად ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში – ზუგდიდის დამარცხება, ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს, მიზანი მორიგი გამარჯვება და სამი ქულაა. უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უახლოეს მდევართან მინიმუმ ექვსქულიანი სხვაობის შენარჩუნება გვსურს, თუ მეტი იქნება უკეთესი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024