• Geo
  • Eng
08.12.2012
გივი კვარაცხელია – სასიამოვნოა, რომ მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ

ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს, ბოლნისის სიონის კარში პირველი გატანილი გოლის ავტორს, გივი კვარაცხელიას მატჩის შეფასება ვთხოვეთ.

გივი კვარაცხელია – სასიამოვნოა, რომ მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ და უახლოეს მდევართან სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა. ეს ჩვენთვის დიდი ფორაა, მაგრამ სეზონი გრძელდება. რაც შეეხება ჩემს გოლს, გახარებული ვარ. თუმცა მთავარი დინამოს გამარჯვებაა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024