• Geo
  • Eng
08.12.2012
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი 0:5 დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

დუშან უჰრინი – იოლი თამაში იყო, მეტოქეს შანსი არ ჰქონია. თავიდანვე შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი და სწრაფი გოლის გატანა გვქონდა ჩაფიქრებული. საბოლოოდ სიონთან შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ და დღევანდელი ტურის შემდეგ უახლოეს მდევარი ექვსი ქულით ჩამოვიტოვეთ. პირველი ეტაპის დასრულებამდე წინ კიდევ სამი მატჩი გვაქვს და თითოეულ მათგანს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024