• Geo
  • Eng
08.12.2012
სიონი 0:5 დინამო

უმაღლესი ლიგის XIX ტურის შეხვედრა დინამოელებმა ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. დინამოელთაგან თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი და ლევან ხმალაძე. ჩისკომ კი დუბლი შეასრულა. დღევანდელი დღის შემდეგ თბილისელ ფეხბურთელებს 46 ქულა აქვთ და უახლოს მდევარს 6 ქულით ასწრებენ.

სიონი 0:5 დინამო

გოლები:

0:1 კვარაცხელია 16’

0:2 დვალი 22’

0:3 ჩისკო (პენ.) 34’

0:4 ჩისკო 50’

0:5 ხმალაძე 76’

სიონი: ლობჟანიძე, სვანიძე, ჩიკვილაძე, ნემსაძე, მანწკავა, ისიანი, ჯიქია (ფეიქრიშვილი 60’), ქუცურუა (ოქროპირიძე 59’), მაჭავარიანი, ორბელაძე, ჭედია

დინამო: ლორია, ხიზანეიშვილი (გლიშიჩი 62’), კვარაცხელია, სეთურიძე, რეხვიაშვილი, ძარია, ალვარო, დვალი, მერებაშვილი (რობერტინიო 46’), ხმალაძე, ჩისკო (კოტო 79’)

გაფრთხილება: ჯიქია 25’ ლობჟანიძე 33’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024