• Geo
  • Eng
01.12.2012
დინამოს აკადემიის U–15 და U–17 გუნდებმა ბათუმში მოიგეს

დინამო თბილისის აკადემიის U–15 და U–17 გუნდები ბათუმს სტუმრობდნენ, სადაც მორიგი კალენდარული შეხვედრები, ადგილობრივ დინამოსთან გამართეს. დინამოს U–15 გუნდმა იოლ გამარჯვებას მიაღწია. მეტოქეს 9:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა დინამოელებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს..

ვალერი გაგუა (დინამოს აკადემიის U–15 გუნდის მთ. მწვრთნელი) – მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დიდი ანგარიშითაც ვიმარჯვეთ. გუნდურად კარგად ვითამაშეთ და მორიგი სამი ქულაც ჩავიწერეთ.

ჩვენი აკადემიის 17–წლამდელებმა ბათუმელ სეხნიებთან სერიოზული ბრძოლა გამართეს. საჯარიმო დარტყმიდან გაშვებული ბურთის და... თბილისელი ფეხბურთელები მატჩის პირველივე წუთზე მარცხდებოდნენ. შეხვედრის მეორე ნახევარში დედაქალაქელებმა მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს, გოროზიამ დუბლი შეასრულა. ბათუმელ და თბილისელ მოზარდ დინამოელთა დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.

გიორგი ხიზანიშვილი (დინამოს აკადემიის U–17 გუნდის მთ. მწვრთნელი) – პირველივე წუთზე ვმარცხდებოდით, გოლი სტანდარტიდან გავუშვით. მეორე ტაიმში შეხვედრის შემოტრიალება მოვახერხეთ და მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ მორუსიძემ  და გოროზიამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024