• Geo
  • Eng
01.12.2012
ჩვენი მეტოქე – ჩიხურა

ვენი გუნდი უმაღლესი ლიგის XVIII ტურის შეხვედრას 2 დეკემბერს თბილისში, დინამო არენაზე, საჩხერის ჩიხურასთან გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი ეთერის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.

ნტერესესს იწვევს გათამაშების ლიდერისა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ჩიხურას დაპირისპირება. 17 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით დედაქალაქელები სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ჩციხურას კი 17 ჩატარებულ მატჩში 35 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. XVIII ტურის წინ დინამოსა ციხურას შორის ქულათა სხვაობა 5 ქულაა.

ვალინდელი მატჩი დუშან უჰნრინის შეგირდებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. წინა ტურში მცხეთში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დინამოელები უახლოეს მდევარს 3 ქულით ასწრებენ. თბილისელ ფეხბურთელებს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად და პოზიციების გასამყარებლად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ. ამავდროულად დედედაქალაქელები საკუთარ მოედანზე მოგებათა სერიის გაგრძელებას შეეცდებიან.

რთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია. ეროვნულ ჩემპიონატში თბილისელი ფეხბურთელები ჩიხურას სამჯერ შეხვდნენ. ორი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ – გატანილი გოლების გარეშე. ბურთების შეფარდება 8:1 არის.

თული და დაძაბული შეხვედრა, ორმხირივ შეტევებში წარმართული უგოლოდ დასრულებული მატჩი – პირველი წრის ივანწმინდური დაპირისპირება – 0:0. ჩვენი გუნდის საამსეზონო საშინაო სტატისტიკა შთამბეჭდავია. 8 თამაში – 8 მოგებ, 33 გატანილი გოლი და საპასუხოდ მიღებული 8 ბურთი. ჩვენი გუნდის საშინაო სტატისტიკური მონაგარი ხვალაც საინტერესო საღამოს გვიწინასწარმეტყველებს.

ღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე მოთამაშე დააკლდება. ასევე ვერ ითამაშებს გუნდის ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე დავით ოდიკაძე, რომელიც ჩიხურაში განათხოვრების წესით ასპარეზობს. საინტერესოა, როგორი იქნება ჩიხურას სასტარტო შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში. სოსო ფრუიძეს სავარაუდოდ შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს:

სომხიშვილი - გუშარაშვილი, ჭელიძე, მურველაშვილი, საჯაია - ჩიკვაიძე, დეკანოიძე, ბაკურაძე, კვასხვაძე, კირკიტაძე - გოცირიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024