• Geo
  • Eng
27.11.2012
დინამოელები უპრეცედენტო სიმბოლურში

სპორტული გამოცემები ლელო  და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XVI ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ექვსი დინამოელი – არჩილ ტვილდიანი, გიორგი სეთურიძე, ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი და გიორგი მერებაშვილი შეიყვანა, რჩეული მწვრთნელი დუშან უჰრინია. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდი უპრეცედენტოა. ტურის გუნდი დინამოელებით არის დაკომპლექტებული. გიორგი ლორია, გიორგი სეთურიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, დარკო გლიშიჩი, გივი კვარაცხელია, ჩისკო, ალვარო, ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი – ასეთია ტურის საუკეთესო გუნდი. გამორჩეულ  ფეხბურთელად გიორგი მერებაშვილი დასახელდა, მწვრთნელად კი დუშან უჰრინი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024