• Geo
  • Eng
26.11.2012
28 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 28 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ვიტ–ჯორჯიას დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი მცხეთაში, მცხეთა პარკზე გაიმართება და 14.00 საათზე დაიწყება.

28 ნოემბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა ოთხი მატჩი გამართა. ოთხივეში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა. ბურთების ბალანსით 10/3. 1997 წელს თბილისელებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით 2–1 დაამარცხეს. გოლები დემეტრაძის და მუჯირის ანგარიშზეა. 1999 წელს სიონმა უმასპინძლა დინამოს. სიჭინავას, წიტაიშვილის და ანჩაბაძის გოლებით დინამომ 3–1 დაამარცხა მეტოქე. 2004 წელს დედაქალაქელები გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდნენ და 4–1 იმარჯვეს. ორი გოლი მელქაძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი შაშიაშვილმა და დვალმა გაიტანეს. 2009 წელს დინამომ ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1–0 აჯობა მეტოქეს. გამარჯვების გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა.

1973 წლის 28 ნოემბერს, მტკვრისპირელები უეფას თასის 1/8 ფინალში ტოტენჰემ ჰოთსფურს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. გოლები რალფ კოატსმა და კახი ასათიანმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024