• Geo
  • Eng
26.11.2012
დინამო vs ვიტ ჯორჯია – ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს 28 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში ჩვენი გუნდი მცხეთაში, მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  46 ჩატარებულ შეხვედრაში ჩვიდმეტი მატჩი მოიგო დინამომ, თერთმეტჯერ იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და თვრამეტი თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების ბალანსი 57/38 დინამოს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ათ შემთხვევაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, ხოლო 1–0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით თერთმეტი მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2–5 დამარცხდა. ბოლო შეხვედრა, რომელიც 22 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართა, დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 5–0 დასრულდა. აღასნიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი ანგარიშია ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში. ამ მატჩში ჩისკომ და მერებაშვილმა ორ–ორჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა, ერთი გოლი კი კვარაცხელიამ მიამატა დინამოს აქტივს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024