• Geo
  • Eng
24.11.2012
ფეხბურთელები დინამო – დილას აფასებენ

დინამო – დილას დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება მარჯვენა ფლანგელებს – გიორგი სეთურიძესა და არჩილ ტვილდიანს ვთხოვეთ.

გიორგი სეთურიძე – დღევანდელი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ დილასთან მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში სერიოზულ უპირატესობას მოვიპოვებდით. მონდომება დაგვიფასდა და მოვიგეთ. გოლი შეხვედრის დებიუტშივე გავიტანეთ, რა თქმა უნდა გახარებული ვარ, რომ საგოლე გადაცემა გავაკეთე და გუნდს დავეხმარე. რაც შეეხება ჩემს ტრავმას ჯერ–ჯერობით ტკივილები კვლავ მაქვს. თუ რა სირთულის ტრავმაა ხვალ, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი

არჩილ ტვილდიანი – ისე მოხდა, რომ ტრავმირებული სეთურიძის ნაცვლად მომიწია მოედანზე გამოსვლა, ღვთის წყალობით გოლის გატანა მოვახერხე. დინამოს მაისურით პირველი ბურთი გავიტანე, თანაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშში და უზომოდ გახარებული ვარ. იმედი მაქვს ჩემს გუნდს მომავალშიც მოვუტან სარგებელს და დინამოს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით დგანან, კვლავ არაერთხელ გავახარებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024