• Geo
  • Eng
24.11.2012
მწვრთნელები დინამო – დილას აფასებენ

დინამო 3:0 დილას დასრულების შემდეგ დინამო არენაზე მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი - გახარებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ რთული თამაში იყო, მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემპიონობისკენ წინ გადადგმული ერთ–ერთი მნიშვნეელოვანი ნაბიჯი. მთელი კვირის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი დღევანდელ თამაშზე ფიქრობდა. გუნდი კარგად იყო მომზადებული დილასთან მატჩისთვის. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვედით და გავიმარჯვეთ. ახლა უკვე უშუალო მდევარს ხუთი ქულით ვასწრებთ. ჩემპიონატი გრძელდება, წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს და თვითკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს, პროგრესი უნდა გავაგრძელოთ.

გიორგი დარასელია - პირველ რიგში დინამოელებს დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ.  ეს იყო ჩემი პირველი მარცხი საქართველოში. ეს ფეხბურთია, დღეს ძლიერმა გაიმარჯვა და დინამომ დაიმსახურა სამი ქულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024