• Geo
  • Eng
18.11.2012
მწვრთნელები კოლხეთი - დინამოს აფასებენ

ფოთში გამართული კოლხეთი 0:2 დინამოს დასრულების შემდეგ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი - რთული თამაში გამოვიდა. თავიდანვე სწრაფი გოლის გატანა გვსურდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. დინამოელები საკუთარ შანსს მოთმინებით დაელოდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშის გახსნაც მოვახერხეთ და შესვენებაზე უპირატესობით გავედით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ.

სოსო ფილია - პირველ რიგში თბილისელ სტუმრებს მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. გასული სეზონისგან განსხვავებით დინამო მისთვის ჩვეული სტაბილურობით გამოირჩევა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში გვჯობდა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, კოლხეთი ძალზედ რთულ სიტუაციაშია. სულ ორი თამაშია რაც გუნდი ჩავიბარე. გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან აქცენტს პირველი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრაზე ვაკეთებთ, ვიმედოვნებ უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024