• Geo
  • Eng
10.11.2012
ჩვენი მეტოქე – დინამო ბათუმი

ინამო არენაზე, უმაღლესი ლიგის XIV ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს თბილსელი და ბათუმელი სეხნიები დაუპირისპირდებიან. დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის ხვალინდელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

 

სტორიას თუ გადავხედავთ, ვნახახვთ, რომ ურთიერთშეხვედრებში თბილისური კლუბი კოლოსალურ უპირატესობას ფლობს. ეროვნულ ჩემპიონატში დღემდე გამართულ 44 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 32–ჯერ დაამარცხა, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 5 მატჩი კი ბათუმელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

 

ელ–ნელა ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და გუნდებისთვის თითოეულ მოპოვებულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აუტსაიდერთა შორის მოხვედრილი ბათუმის დინამოს 8 ქულა აქვს, ჩემპიონობისთვის მებრძოლ თბილისური კლუბის ქულათა მარაგი კი 30 შეადგენს. ხვალინდელ შეხვედრაში ბათუმელი ფეხბურთელები ქულების მოგროვებისთვის იბრძოლებენ, დუშან უჰრინის შეგირდები კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად გავლენ მოედანზე.

 

ღსანიშნავია, რომ ბათუმელთათვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უკანასკნელი ვიზიტი ცუდად მოსაგონარი არის. ხუთი წლის წინ, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის გამართული ბოლო დედაქალაქური მატჩი, ჩვენი გუნდი გამარჯვებით – 7:0 დასრულდა.

 

იმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი ბათუმელ თანაკლუბელებს ერთხელ უკვე შეხვედა. 25 აგვისტოს ზესტაფონში გამართული მატჩი, რომლის ნომინალური მასპინძლებიც ზღვისპირელები იყვნენ, თბილისელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. მეტოქის კარში გატანილი გოლებით ჯაბა დვალი, ესპანელი – მიკელ ალვარო და ბრაზილიელი – რობერტინიო გამოირჩნენ.

 

რივე გუნდს განასხვავებული მიზანი ექნება ხვალინდელ შეხვედრაში. ინტერესს იწვევს ის თერთმეტეული, რომლის წინაარმდეგაც დუშან უჰრინის გაწვრთნილ გუნდს მოუწევს თამაში. ჩვენი ვარაუდით, ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

 

მამინაშვილი, ხუხია, თევდორაძე, ქორიძე, თოთაძე, ჯორბენაძე, მახარაძე, გოგიტიძე, ბერიძე, ბაციკაძე, ტიმჩიშინი,

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024