• Geo
  • Eng
09.11.2012
11 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

11 ნოემბერს, კვირას, ჩვენი გუნდი ეროვნული პირველობის მეთოთხმეტე ტურში ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

11 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს გამართული. 1991 წელს თბილისურ დერბიში ჩვენმა გუნდმა შევარდენს 3–2 აჯობა. გოლები ყაველაშვილმა, რევიშვილმა და კაჭარავამ გაიტანეს. 1997 წელს დინამომ ლანჩხუთში ადგილობრივი გურია დიდი ანგარიშით 4–0 დაამარცხა. ხომერიკის ჰეთ–თრიქს ერთი გოლი ალექსიძემ მიამატა. 2000 წელს მტკვრისპირელებმა ქუთაისში, გადელიას გოლით რიონისპირელებს 1–0 აჯობეს. 2004 წელს ჩატარებული მატჩი ფოთის კოლხეთთან უგოლოდ 0–0 დასრულდა.

სსრკ–ს პირველობაზე 11 ნოემბერს დინამომ სამი მატჩი გამართა. 1978 წელს თბილისელებმა მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლეს და ფრედ 2–2 დაასრულეს შეხვედრა. გოლები გუცაევმა და შენგელიამ გაიტანეს. მომდევნო წელს დინამომ მინსკში სეხნიებს 2–1 აჯობა. თავის გამოჩენა დარასელიამ და შენგელიამ მოახერხეს. 1981 წელს მტკვრისპირელებმა კრასნოდარის ყუბანს ორი უპასუხო ბურთით მოუგეს. როგორც წინა მატჩებში, ამ შეხვედრაშიც შენგელიამ მოახერხა თავის გამოჩენა. ორივე გოლი მის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024