• Geo
  • Eng
29.10.2012
დინამოელებმა ბოლო 10 მატჩი მოიგეს

განვლილ კვირას 24-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენი კლუბის გუნდებმა / პირველი გუნდი, მეორე გუნდი, დუბლშემადგენლობა და საფეხბურთო აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი / 10 მატჩი გამართეს და ათივე მოიგეს. მოგეხსენებათ დინამომ პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრაში ს.კ. ზესტაფონი დაამარცხა 2:1. ანალოგიური შედეგით იმარჯვეს დუბლებმაც. პირველ ლიგაში მოასპარეზე დინამო 2-მა დიდი ანგარიშით 6:0 მოუგო ტყიბულის მეშახტეს. აღნიშნულ პერიოდში 7 შეხვედრა ჩაატარეს ჩვენი კლუბის აკადემიის გუნდებმაც და შვიდივე მოიგეს, აქედან 6 დიდი ანგარიშით. ბურთების შეფარდება 36/2.

ჭაბუკთა ლიგა

U-17 / მწვრთნელი გიორგი ხიზანიშვილი/ 6:1 საჩხერესთან.

U -15 / მწვრთნელი ვალერი გაგუა/ 9:0 საჩხერესთან.

U -14 / მწვრთნელი ლევან გვანცელაძე/ 6:0 თ. ს. სახელობის აკადემიასთან.

U -12 / მწვრთნელი ლადო კაკაშვილი/ 6:0 საბურთალოს სკოლასთან.

U -11 / მწვრთნელი სულიკო დავითაშვილი/ 2:0 ოლიმპიკთან.

U -10 / მწვრთნელი ირაკლი ჩიტაური/ ბაქსვუდთან 4:1.

U -9 / მწვრთნელი ბაგრატ ჩადუნელი/ საბურთალოს სკოლასთან 3:0.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024