• Geo
  • Eng
26.10.2012
დინამო - ზესტაფონს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის

დინამო თბილისის და ზესტაფონის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა პირველ ლიგაში გამართული ბეთლემი 3:1 რაჭა არის. ახალგზარდა არბიტრმა ხსენებულ შეხვედრაში 4 ყვითელი ბარათი აჩვენა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანიც დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ გოგა კიკაჩეიშვილს ჩვენი გუნდის მონაწილეობით არასდროს უმსაჯია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი
დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო

===========================================

უმაღლესი ლიგა - 3 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი             

პირველი ლიგა – 24 თამაში / 81 ყვითელი / 7 წითელი / 10 პენალტი
საქართველოს თასი - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024