• Geo
  • Eng
22.10.2012
პატარა დინამოელები კიევის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან

ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის გუნდი კიევის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. 24-25 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში ტრადიციული, რიგით მე-15 საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. ვიქტორ ბანიკოვის თასის მიმდინარე გათამაშება კიევის დინამოს დაარსებიდან 85 წლისთავისადმია მიძღვნილი და მასში კიევის, მოსკოვის, მინსკის და თბილისის დინამოელების საფეხბურთო აკადემიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი კლუბის ღირსებას 1999 წლიანთა გუნდი დაიცავს, რომელსაც ოთარ გაგნიძე წვრთნის. დინამო ელიტ-ლიგის U-13 პირველობის ერთპიროვნული ლიდერია. ტურნირი უკრაინაში ოლიმპიური სისტემით გაიმართება. 24 ოქტომბერს პირველი მეტოქე უკრაინელი თანატოლები იქნებიან. მეორე ნახევარფინალში კი მოსკოველი და მინსკელი დინამოელები ითამაშებენ. მომდევნო დღეს კი ფინალში გამარჯვებულები გუნდები, მესამე ადგილისთვის მატჩში კი დამარცხებულები ითამაშებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024