• Geo
  • Eng
17.10.2012
20 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

20 ოქტომბერს შაბათს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში ჩვენი გუნდი მარტვილში ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

საქართველოს პირველობაზე დინამოს 20 ოქტომბერს ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 1991 წელს თბილისელებმა გორის დილას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. თავის გამოჩენა ყაველაშვილმა, კაჭარავამ, შოთა არველაძემ და ჯამარაულმა მოახერხეს. მეორე მატჩი 2011 წელს ჩატარდა და უგოლო ყაიმით დასრულდა. დინამო ბოლნისის სიონს მასპინძლობდა.

სსრკ– ს ჩემპიონატში 20 ოქტომბერს დინამომ შვიდი მატჩი გამართა. აქედან ორში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ გამარჯვება მეტოქემ იზეიმა. ბურთების ბალანსია 7/8. 1938 წელს დინამო ვოლგოგრადში ადგილობრივ როტორთან 1–2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ბერეჟნოის ანგარიშზეა. 1940 და 1966 წლებში მოსკოველმა სეხნიებმა გვაჯობეს. პირველ შემთხვევაში 0–2, ხოლო მეორედ 1–2 დავმარცხდით. გოლი მოსკოველთა კარში ასათიანმა გაიტანა. 1973 წელს მტკვრისპირელებმა გოჩა გავაშელის გოლით მოსკოვის სპარტაკი მინიმალური ანგარიშით 1–0 დაამარცხეს. მოდევნო წელს დონეცკში შახტართან პაექრობა 1–1 დასრულდა. თავი ხურცილავამ გამოიჩინა. 1979 წელს დინამო თბილისი ვოროშილოვგრადში ადგილობრივ ზარიას ეთამაშა და 3–1 დაამარცხა მასპინძლები. დარასელიას დუბლს, გუცაევმა ერთი ბურთი მიამატა. 1982 წელს ბაქოს ნეფთჩისა და ჩვენი გუნდის პაექრობა უგოლოდ დასრულდა.

თასების მფლობელთა თასზე 20 ოქტომბერს დედაქალაქელებმა ერთი შეხვედრა ჩაატარეს. 1976 წელს ჩვენი გუნდი ბუდაპეშტის მტკ– სთან 1–4 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მაჩაიძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024