• Geo
  • Eng
14.10.2012
მწვრთნელები დინამო – სიმურგს აფასებენ

დიღმის ბაზაზე გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (დინამო 3:2 სიმურგი), ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება დინამოელთა მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინსა და აზერბაიჯანული კლუბის ქართველ თავკაცს, გიორგი ჩიხრაძეს ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი – დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვცადეთ. შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. რაც შეეხება სპარინგს, საინტერესო მეტოქე გვყავდა და ვფიქრობ, ნაყოფიერი  სპარინგი გამოვიდა.

გიორგი ჩიხრაძე – საინტერესო თამაში იყო და ვფიქრობ, სამომავლოდ გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში, დღეს შეძენილი გამოცდილება წაგვადგება. რაც შეეხება თამაშს, მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელებთან ერთად, რამდენჯერმე ტაქტიკაც შევცვალეთ. სამი გაშვებული ბურთის შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა და ანგარიშის შემცირებაც მოვახერხეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024