• Geo
  • Eng
30.09.2012
ლევან ხმალაძე – მთავარი შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს

დინამო 7:2 სიონის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის სტაჟიან წევრს, ლევან ხმალაძეს გავესაუბრეთ.

ლევან ხმალაძე  –  როდესაც დინამო ხარ, ყველა შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად უნდა გამოხვიდე, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე. ვიცოდით, რომ თუ კი სწრაფი გოლის გატანას ვერ მოვახერხებდით, კიდევ უფრო გაჭირდებოდა მეტოქის კარის დალაშქვრა და პირველივე წუთებიდან შევუტიეთ. საბედნიეროდ გაამართლა ჩვენმა ჩანაფიქრმა და მეტოქეს დიდი ანგარიშით მოვუგეთ. 25 წუთში უკვე სამბურთიანი უპირატესობით ვიგებდით. კარგია, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები გავხდით.  ძალიან რთული ჩემპიონატია და უშუალო კონკურენტებთან 3 ქულიანი უპირატესობა ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა გველის – მთავარი შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024