• Geo
  • Eng
30.09.2012
დინამო 7:2 სიონი – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 7:2 სიონის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – დღეს შინ ვთამაშობდით და ჩვენი მთავარი ამოცანა მორიგი საშინაო მატჩის მოგება იყო. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა 90 წუთის მანძილზე იბრძოლეს. მართალია შვიდი გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა საპასუხოდ ორი ბურთი მივიღეთ და   თუ კი ჩემპიონობა გვსურს, ბევრი კომპონენტის დახვეწაზე  უნდა განვაგრძოთ მუშაობა.

არმაზ ჯელაძე – ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. პოზიციურად ხშირად ვცდებოდით და ეს ანგარიშზეც აისახა. ჩემი ფეხბურთელები შეტევიდან დაცვაში დროულად გადაწყობას ვერ ახერხებდნენ და ეს მეტოქემ კარგად გამოიყენა. დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024