• Geo
  • Eng
28.09.2012
დინამოელები სასკოსთან დამარცხდნენ

პირველი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა დინამო 2–მა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, სასკოს წინააღმდეგ გამართა. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი ორბურთიანი სხვაობით – 2:4 წააგო. ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი გოლებით ვახტანგ ფოცხვერია და კონსტანტინე გაბაშვილი გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა მატჩის ბოლო ათი წუთი კაცნაკლულებმა ითამაშეს. 80–ე წუთზე ბექა მუმლაძე დაშავდა, ამ დროისთვის დინამოელთა თავკაც სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

ტყეშელაშვილი, ხიზანეიშვილი (გურეშიძე 46’), კაკულია, გაგნიძე, საბაძე, მუმლაძე, რუხაძე, ჯავახიშვილი (სარიშვილი 43’), ნიკვაშვილი (ჭეჭელაშვილი 46’), ფოცხვერია, გაბაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024