• Geo
  • Eng
27.09.2012
დუბლებმა ჩიხურა დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეშვიდე ტური მატჩი დინამოელებმა საჩხერეში, ადგილობრივ ჩიხურასთან გამართეს. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის 45-ე წუთზე დინამოელებმა მრავალცვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, ხელსაყრელ პოზიციაზე გასულმა რეხვიაშვილმა კი კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული ჩიხურას მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე ზუსტად არჩილ მესხმა ზუსტად გაისროლა. დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

დინამო: ტყეშელაშვილი, სარიშვილი, გურეშიძე, სამხარაძე, მელიქიძე, ჭეჭელაშვილი, რეხვიაშვილი, მაჭავარიანი (ხიზანეიშვილი 89’), წილოსანი (ნიკურაძე 75’), მურცხვალაძე (ჯაფიაშვილი 46’), მესხი

 გაფრთხილება: რეხვიაშვილი, ჭეჭელაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024