• Geo
  • Eng
22.09.2012
დინამო 5:0 ვიტ ჯორჯია – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 5:0 ვიტ ჯორჯიას დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი - გორის დილასთან წაგების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ მოთმინებით ეთამაშათ. ვიტ ჯორჯიას თამაში ნანახი გვქონდა და ბიჭებს ვესაუბრე მეტოქის პლიუსებზე.  ვიტ ჯორჯიამ ბევრი ირბინა და პრობლემებიც შეგვიქმნა. ჩემს ბიჭებს ბურთის უფრო დიდხანს კონტროლი ვთხოვე და საბოლოოდ ჩვენი მოლოდინი გამართლდა კიდეც. მართალია შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა არაერთ კომპონენტებში გუნდს თამაში დასახვეწი აქვს. ტაქტიკურად თამაში უნდა გამოვასწოროთ. მომდევნო მატჩი კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, უფრო უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

მერაბ კოჭლაშვილი - დინამოს მივულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ შეცდომების ხარჯზე მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მივეცით. რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მსაჯებზე საუბარი აკრძალული გვაქვს, თუმცა ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვნახავ. დინამოს გამარჯვებას არ ვაკნინებ - დინამო კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ყავს და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც დაგვამარცხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024