• Geo
  • Eng
21.09.2012
ჩვენი მეტოქე – ვიტ ჯორჯია

ეტერინარები დინამო არენაზე 22 სექტემბერს გვესტუმრებიან. დინამოელები უმაღლესი ლიგის VI ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯიასთან გამართავენ, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ხილვა კი ტრადიციულად, ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.

ნტრიგა დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებია, გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება. დინამოელები მორიგი საშინაო გამარჯვებისთვის ემზადებიან, ვიტ ჯორჯიას კი უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ქულები ესაჭიროება.

ესტი საკმაოდ რთულია - ვიტ ჯორჯიას ზედიზედ ოთხი ურთულესი შეხვედრის გამართვა მოუწევს. დინამო არენაზე ვეტერინარები სერიოზული ამოცანის ამოხსნას შეეცდებიან. დინამო, ზესტაფონი, მეტალურგი, ტორპედო - მომდევნო ოთხი შეხვედრა მერაბ კოჭლაშვილის გუნდისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, სწორედ ამ ორთაბრძოლების შემდეგ გამოიკვეთება ვიტ ჯორჯიას საექვსეულო კონტურები.

ერ-ჯერობით მცხეთა პარკის ბინადრები ნაჩვენები შედეგებით ვერ დაიტრაბახებენ. ხუთი მატჩი - ხუთი ქულა, ასეთია ვეტერინართა საამსეზონი მონაგარი. ჩვენს მომავალ მეტოქეს უმაღლეს ლიგაში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია. უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ თბილისის ლოკომოტივთან მოიგო, რის წყალობითაც გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რი გუნდი  და განსხვავებული მიზანი, ხვალინდელ შეხვედრაში დინამოელთათვის დამაკმაყოფილებელ შედეგად მხოლოდ და მხოლოდ მოგება ჩაითვლება. ვიტ ჯორჯია კი ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.

თული მატჩის მოლოდინში გავიხენოთ დინამოსა და ვიტ ჯორჯიას ურთიერთშეხვედრები. თბილისელი ფეხბურთელები ვეტერინატებს ჩემპიონატში 45-ჯერ დაუპირსპირდნენ. 16 მოგება, 18 ფრე და 11 მარცხი. ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ 52:38-ზე არის.

ამში ურთიერთშეხვედრების სტატისტიკური მონაცემები ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს. ჩემპიონატის უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის ფრედ 2:2 დსრულდა. დინამო არენაზე ვეტერინართა ბოლო სტუმრობა მათთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა. ლევან კაკუბავასა და მიკელ ალვაროს გოლებით დინამომ 2:0 მოიგო.

ვნისსა და ივლისში, ახალი სეზონის სამზადისის ფარგლებში, დინამოელებმა არაერთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ვიტ ჯორჯიასთან მატჩით დაიწყო - 26 ივნისს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

ღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრას დინამოელთა მსგავსად, ვეტერინარებიც კარგ განწყობაზე ხვდებიან. თბილისელმა ფეხბურთელებმა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან გაილაღეს და იოლ გამარჯვებას მიაღწიეს, ვიტ ჯორჯიას კი დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა. ვეტერინარებმა თბილისურ ლოკომოტივთან მძიმე თამაშში სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს და 2:1 იმარჯვეს. ვიტ ჯორჯიელთა ვა-ბანკზე წასულმა მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ კოჭლაშვილმა უკანასკნელ შეხვედრაში ორი ტარანის ტიპის ფორვარდით თამაში ამჯობინა, გარისკავს თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში ვეტერინართა თავკაცი ეს დინამო არენაზე გამოჩნდება. ჩვენი აზრით, ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი, ხურცილავა, კასრაძე, გეთიაშვილი, გოგიაშვილი, ღანიაშვილი, გურეშიძე, კორიფაძე, ვასაძე, ჩიმაკაძე, ლობჟანიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024