• Geo
  • Eng
20.09.2012
დინამო vs ვიტ ჯორჯია – ურთიერთშეხვედრები

შაბათს 22 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურში ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  45 ჩატარებულ შეხვედრაში თექვსმეტი მატჩი მოიგო დინამომ, თერთმეტჯერ იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და თვრამეტი თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების ბალანსი 52/38 დინამოს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ათ შემთხვევაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, ხოლო 1–0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით თერთმეტი მატჩი დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2–5 დამარცხდა. ბოლო შეხვედრა, რომელიც შარშან 6 ნოემბერს მცხეთა პარკზე გაიმართა, ფრედ ანგარიშით 2–2 დასრულდა. თავის გამოჩენა მოახერხეს მიკელ ალვარომ და გიორგი კახელიშვილმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024