• Geo
  • Eng
17.09.2012
განმეორებითი მატჩის წინ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას დინამოელები სტუ–სთან დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართავენ.

დინამო არენაზე ჩატარებული პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 8:0 დასრულდა. ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის კარში თითო გოლი მიკელ ალვარომ, ჯაბა დვალმა, გიორგი მერებაშვილმა და რობერტინიომ გაიტანეს. დინამოს ესტონელმა ფორვარდმა, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა კი ჰეთთრიქი შეასრულა. ერთი ბურთი კი სტუ–ს ფეხბურთელმა, ზურაბ ჭავჭავაძემ საკუთარ კარში გაიტანა.

საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024