• Geo
  • Eng
14.09.2012
დილა – დინამოს შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის

უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავენ – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა უეფას 21–წლამდელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი – ბელორუსი 1:0 სან მარინო არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში ვადაჭკორიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთჯერ ყვითელი, ერთხელ კი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად გიორგი ვადაჭკორიამ გასულ სეზონში იმსაჯა, როდესაც დინამოელებმა ზუგდიდის ბაიას დიდი ანგარიშით – 6:1 მოუგეს, სადაც ვადაჭკორიამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ოთხჯერ უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია

===========================================

უმაღლესი ლიგა - 78 თამაში / 304 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 1 თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024