• Geo
  • Eng
14.09.2012
დინამო თბილისი vs დილა გორი – ურთიერთშეხვედრები

შაბათს 15 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორს ესტუმრება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდახუთჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ოცდაცხრამეტჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ და მხოლოდ ექვსი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 136/20 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ოთხი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.

ბოლოს დინამო და დილა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურში, 22 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა გორში გაიმართა და უგოლოდ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024