• Geo
  • Eng
14.09.2012
სახალისო ფეხბურთი დინამო არენაზე

14 სექტემბერს დინამო არენაზე საწვრთნელ ბასეულობით მოზარდი ქართველი ფეხბურთელი უეფას ეგიდით გამართულ პატარა დღესასწაულში მონაწილეობდა, რომელსაც ღია სახალისო ფეხბურთის სკოლა ჰქვია. კოკა–კოლამ კი პატარები სასმელებით მოამარაგა.
აღნიშნული ღონისძიების შესახებ უეფას მედია–ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას გავესაუბრეთ.
მამუკა კვარაცხელია – გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩამოყალიბებულ პროგრამას სათავე დანიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ანდერს ლევინსენმა დაუდო, რაც ნაომარ ქვეყნებში ფეხბურთის გზით მომავალი მშვიდობის შენებას ნიშნავდა. დანიის, შვედეთის, ნორვეგიის მთავრობებმა პროგრამის დაფინანსება გადაწყვიტეს, ასევე უეფამაც შეიტანა დიდი წვლილი დაფინანსებაში და ჯერ ბალკანეთის ქვეყნებში დაიწყეს სახალისო ფეხბურთი. მტრად გადაკიდებული სერბების, ხორვატების, ბოსნიელებისა და მაკედონელების პატარა თაობის დამეგობრება საფეხბურთო მოდნებზე დაიწყო და შედეგმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მალე ლევინსენმა კავკასიაში გადაწყვიტა პროგრამის დაფუძნება და თანამზრახველები მონახა – თამაზ თევზაძე, თქვენი მონა–მორჩილი და სფფ–ს ყოფილი გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია, რომელიც ამიერკავკასიაში პროექტის ხელმძღვანელი გახდა.
ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა პროგრამის ფარგლებში ერთად დაიწყეს თამაში - ბაქოელმა და ერევნელმა ყოფილმა მეზობლებმა, ომმა რომ დააცილა, ისევ ნახეს ერთმანეთი საქართველოში და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! 2003 წლიდან პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს მარტო საქართველოში 2 500 საფეხბურთო ბურთი შემოდიოდა საჩუქრად. 1 500 ქართველმა მწვრთნელმა უფასო მომზადება გაიარა, 20 000 ბავშვს კი ფეხბურთში პირველი გაკვეთილები ჩაუტარდათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024