• Geo
  • Eng
07.09.2012
ჯვაროსანთა კარი გიორგი ლორიამ მშრალად შეინახა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა გამართა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია. ჯვაროსანთა კარს ბელორუსთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის კაპიტანი, გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კოლექტივი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა. დღევანდელი შეხვედრის განაცხადში იყო კიდევ ერთი დინამოელი, გიორგი რეხვიაშვილი, რომელსაც სანაკრებო დებიუტო სამომავლოდ გადაედო. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი სრულისი შემადგენლობით დაესწრო ბელორუსთან მატჩს.

ჩვენი გუნდის ესტონელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა მორიგი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი შინ, რუმინეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. ვოსკობოინიკოვი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024