• Geo
  • Eng
06.09.2012
ჩვენი მეტოქე ბაქოს ინტერი

დინამო თბილისი აზერბაიჯანის ორგზის ჩემპიონსა და დსთ–ს თასის მფლობელ ბაქოს ინტერს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქართველებით დაკომპლექტებულ ინტერს 8 სექტემბერს 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაეჯიბრება. აზერბაიჯანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძეა, რომელმაც ინტერთან ერთად აზერბაიჯანის პრემიერლიგა და დსთ–ს თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ცხადაძე 2005/2006 წლების სეზონში ჩვენს გუნდი გუნდის თავკაცის პოსტს იკავებდა. ჩვენი მეტოქე გუნდის რიგებში რვა ქართველი ფეხბურთელი (გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, გიორგი ადამია, ილია კანდელაკი, ბაჩანა ცხადაძე და რევაზ თევდორაძე) ირიცხება, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა დროს დინამოს მაისურითაც აქვს ნათამაშები.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024