• Geo
  • Eng
03.09.2012
ჯაბა დვალი ეროვნულ ნაკრებში

დინამო თბილისში დაბრუნებულ ჯაბა დვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი შეხვედრებისთვის უხმო. ჯაბა დვალი ჯვაროსნებთან ერთად თავისი სადებიუტო შეხვედრისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს ბელორუსის, ხოლო 11 სექტემბერს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ – ესპანეთის ნაკრებს დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი დინამო თბილისს ჰყავს. ჩვენი გუნდიდან ჯვაროსანთა რიგებში სამი ფეხბურთელი – გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა დვალი არის გამოძახებული.

 

p.s. სამწუხაროდ სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმებმა რამდენიმე დღით ჯაბა დვალს ვარჯიში აუკრძალეს.

 

ჯაბა დვალი - ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა და  საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მაგრამ ამავდროულად ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებულიც. სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმებმა რამდენიმე დღით ვარჯიში ამიკრძალეს. ვიმედოვნებ, რომ 3-4 დღეში ექიმები ვარჯიშის ნებას დამრთავენ და  მზად ვიქნები ნაკრების განკარგულებაში  ვიყო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024