• Geo
  • Eng
02.09.2012
ჯაბა დვალი – უფლება არ გვქონდა სხვა შედეგი გვეჩვენებინა

დინამო თბილისი 5:0 კოლხეთის თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი ჯაბა დვალმა გააკეთა, რომელი დღევანდელ შეხვედრაში სამი გატანილი გოლით გამოირჩა.

ჯაბა დვალი – პირველ რიგში დინამოს გულშემატკივარს მივულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. კოლხეთთან თამაშში სამი ქულა გვჭირდებოდა და დასახულ მიზანს მივაღწიეთ – უფლება არ გვქონდა საშინაო შეხვედრაში სხვა შედეგი გვეჩვენებინა. გახარებული ვარ, რომ მეტოქის კარში სამი გოლის გატანა მოვახერხე, თუმცა თანაგუნდელების დახმარების გარეშე ძალზედ გამიჭირდებოდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე ედგა ჩვენს გუნდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024