• Geo
  • Eng
02.09.2012
დინამო თბილისი 5:0 კოლხეთი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო თბილისი 5:0 კოლხეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დავით მახარაძე: პირველ რიგში დინამოს ვულოცავ გამარჯვებას. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. სწრაფად გაშვებულმა გოლმა კი გეგმები საერთოდ აგვირია. მეტოქემ ყველანაირ კომპონენტში გვაჯობა - სისწრაფეში განსაკუთრებით. დინამოს გახსნილ თამაშში ვერ ვაჯობებდით და ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა.

დუშან უჰრინი: თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ მოგების შემთხვევაში ერთპიროვნული ლიდერი გავხდებოდით.  სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ და მოვიგეთ. პირველ ტაიმთან შედარებით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ნახევარში უფრო გუნდურად და კოლექტიურად ვითამაშეთ. მართალია ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ბრძოლები წინ გველის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024