• Geo
  • Eng
01.09.2012
ჩვენი მომავალი მეტოქე - კოლხეთი

ვირას ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება - მატჩის რეპორტაჟის ხილვა დინამო თბილისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

რივე გუნდისთვის, დინამო არენაზე გასამართი შეხვედრა, მნიშვნელოვანი იქნება. დინამოელები ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას და ლიდერის პოზიციების გამყარებას შეეცდებიან, ფოთელ ფეხბურთელებს კი ახალ სეზონში სამი ქულა ჯერ-ჯერობით არ მოუპოვებიათ და სატურნირო ცხრილში ვითარების გამოსასწორებლად ესაჭიროებათ ქულები. ცხრილის სათავეში მყოფი დინამო თბილისის მსგავსად,  დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედ ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ფაზისელმა ფეხბურთელებმაც იმარჯვეს. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მიმდინარე სეზონში პირველ ოფიციალურ გამარჯვბას მიაღწია და განწყობა გამოიკეთა.

ურჯ-თეთრები ხვალინდელ თამაშში, ფოთის კოლხეთთან უკანასკნელ შეხვედრებში დაგროვებული, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას შეედებიან. დინამოელებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხეს კოლხეთის დამარცხება. ორი ფრე და ერთი მარცხი - სანაკრებო პუაზის წინ, თბილისელი ფეხბურთელები მოუგებელი სერიის შესაწყვეტად და მორიგი სამი ქულის მოსაპოვბელად იბრძოლებენ.

ვალ დინამოელები უმაღლესი ლიგის ყველაზე ხანდაზმულ გუნდს დაუპირისპირდებიან. 1913 წელს დაარსებულ ფოთის კოლხეთს განსაკუთრებული წარმტებისთვის არ მიუღწევია, გუნდის მაქსიმუმი 1993/1994 წლების სეზონში ჩემპოიონატში დაკავებული მეორე ადგილი არის.  1996 წლიდან ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ფოთელები ევროთასებზე გამოდიოდნენ.

როვნული ჩემპიონატის პირველივე გათამაშების პირველივე ტურში დინამოელები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის რანგით გამართულ შეხედრებში თბილისელი და ფოთელი ფეხბურთელები ერთმანეთს 49-ჯერ გადაეყარნენ. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია 32 მოგება 10 ფრე და 7 მარცხი - ბურთების შეფარდება 108:36

ბილისელმა ფეხბურთელებმა ფოთის კოლხეთი დიდი ანგარიშით 1998 წლის 30 ნოემბერს დაამარცხეს - შეხვედრა 6:1 დასრულდა. უკანასკნელად ხუთბურთიანი ჰანდიკაპით დინამოელებმა 2010 წლის 27 ოქტომბერს იმარჯვეს - დინამო თბილისი 5:0 კოლხეთი. დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში ფოთელთა კარში გატანილი გოლებით ორჯერ ირაკლი ლექვთაძე, თითოჯერ კი გივი კვარაცხელია, ლევან ხმალაძე და დავით მუჯირი გამოირჩნენ.

ნტერესს იწვევს ჩვენი მომავალი მეტოქის გამოსვლა. მიმდინარე სეზონში ფოთის კოლხეთი შეხვედრიდან - შეხვედრამდე პროგრესირებს, რაზეც უკანასკნელ შეხვედრებში ნაჩვენები რეზულტატი მიგვანიშნებს. დავით მახარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე პირველი წაგების შემდეგ ორჯერ ფრედ ითამაშა, ბოლოს კი თასზე სამგურალას აჯობა. ფოთის კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა უკანასკნელი შეხვედრების მიხედვით ასეთი იქნება:

მიქაბერიძე, ფარულავა, დათუნაშვილი, ცხვიტარია, კილასონია, კრასოვსკი, გოგონაია, ქებაძე, მეგრელიშვილი, ღუჭაშვილი, ჩალაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024