• Geo
  • Eng
30.08.2012
გიორგი თექთურმანიძე წლის ბოლომდე მეტალურგში ითამაშებს

ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე 2012 წლის ბოლომდე იჯარის წესით რუსთავის მეტალურგში ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება გუნდის და ფეხბურთლის საერთო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ გიორგის მეტალურგში სათანადო სათამაშო პრაქტიკა ექნება, მიიღებს საჭირო გამოცდილებას და კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეს, რომელზეც მომავალში დინამო დიდ იმედებს ამყარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024